суббота, 8 апреля 2017 г.

მეცცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფელიო--,სულხან-საბა ორბელიანი და მისი იგავ-არაკები''.
  ამ პროექტულმა სწავლებამ მასწავლა ,თუ როგორ დავეხმარო მოსწავლეს ,რათა გახდეს დამოუკიდებელი მსწავლელი და  თვითრეგულირებული.კვლევებმა გვაჩვენა რომ კეთბით სწავლება დღეს ყველაზე აქტუალურია და ასევე კარგად არის მორგებული  თითოეულ მოსწავლეზე.ბავშვები თავად ქმნიან,იძიებენ ,ადგენენ პროექტებს,ატარებენ კონფერენციებს და თითქმის აკეთებენ იმას რასაც აკეთებდა მასწავლებელი, ახლა კი მასწავლებელი მხოლოდ გეზისმიმცემია და დამხმარე.პროექტები კი ასეთ სწავლებას ყველაზე მეტად უწყობს ხელს.
   ეს მოდული კიდევ გამოირჩევა, იმით რომ ვისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. დაგვეხმარება უფრო უკეთ შევისწავლოთ მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები,შემდეგ მასზე გავაკეთოთ პროექტი და ვასწავლოთ საჭირო ინფორმაცია რათა ჩამუყალიბოთ  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
      ელექტრონული წიგნი ,,პროექტული სწავლების'' -კი არის საუკეთესო გზამკვლევი ,რომელიც დამეხმარება   პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში. უღრმესი მადლობა სამინისტროს და ქალბატონ ნინოს!  არ დაიშურა ძალ-ღონე და მაღალ აკადემიურ დონეზე გვასწავლა პროექტებით სწავლება.გმადლობ

Комментариев нет:

Отправить комментарий